საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
საქართველოს ელჩის შეხვედრას ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანთან
საქართველოს ელჩის ლექცია სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში
2025 წლის 17 ნოემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ, ახალგაზრდული ორგანიზაციის (Europæisk Ungdom Danmark) მოწვევით, დანიის ქალაქ სონდერბორგში, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში, საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა. ელჩმა პრეზენტაცია წარადგინა და საქართველოს ისტორიაზე, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე, ქართულ–დანიურ ურთიერთობებზე, საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებზე. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების პერსპექტივებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით
2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი, რომელზეც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას. საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება.
ქართული ფილმი კოპენჰაგენის "East by South East" ფესტივალზე
2025 წლის 5 ნოემბერს, კოპენჰაგენში, დანიის ფილმის ინსტიტუტში (Cinemateket), კინოფესტივალის 𝐄𝐚𝐬𝐭 𝐛𝐲 𝐒𝐨𝐮𝐭𝐡𝐞𝐚𝐬𝐭 ფარგლებში, საქართველოს საელჩოს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და დანიის ფილმის ინსტიტუტის თანამშრომლობით, ქართველი რეჟისორის, კონსტანტინე მიქაბერიძის , 1929 წლის უხმო სატირული კომედიის „ჩემი ბებია“ ჩვენება გაიმართა.
2025 წლის 12 ოქტომბერს, კოპენჰაგენში, Vor Frelsers-ის ეკლესიაში, მუსიკალური საღამო „Georgia in Sound“ გაიმართა
2025 წლის 12 ოქტომბერს, კოპენჰაგენში, Vor Frelsers-ის ეკლესიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მუსიკალური საღამო „Georgia in Sound“, სადაც დანიური ანსამბლის - Verdenslyd ახალგაზრდა მუსიკოსებმა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ, რომელმაც ისაუბრა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნილ საერო და სასულიერო მუსიკაზე, საქართველოს უძველესი მუსიკალური კულტურისა და ჟანრების მრავალფეროვნებაზე.
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ CSCD ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა
2025 წლის 9 ოქტომბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ „მეცნიერებისა და კომერციული დიპლომატიის ცენტრის“ (CSCD) ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა. სტუდენტების ოფიციალური კურსის ფარგლებში, ელჩმა ნატა მენაბდემ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, ისაუბრა ქართულ-დანიურ ურთიერთობებზე, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მახასიათებლებზე, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქართველ და დანიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და უნივერსიტეტებს შორის არსებული და სამომავლო გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე.
2025 წლის 25 სექტემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, საქართველოს საელჩოში „კოპენჰაგენის საერთაშორისო კლუბის“ (ICC) წევრებს უმასპინძლა
2025 წლის 25 სექტემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, საქართველოს საელჩოში „კოპენჰაგენის საერთაშორისო კლუბის“ (ICC) წევრებს უმასპინძლა. ელჩმა სტუმრებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ქართულ-დანიურ ურთიერთობებსა და საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა.
2025 წლის 23–27 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში გაიმართა მეფუტკრეთა 49-ე საერთაშორისო კონგრესი APIMONDIA 2025
2025 წლის 23–27 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში გაიმართა მსოფლიო მეფუტკრეობის სფეროში ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო, სავაჭრო და საინფორმაციო ღონისძიება - მეფუტკრეთა 49-ე საერთაშორისო კონგრესი APIMONDIA 2025. ღონისძიება აერთიანებს მონაწილეებს 121 ქვეყნიდან და წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს მეფუტკრეობის უახლესი მიღწევებისა და პროდუქციის წარმოსაჩენად. საქართველოდან კონგრესსა და მასთან დაკავშირებულ ApiExpo-ს გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წევრმა სამმა წამყვანმა კომპანიამ: HoneyHub, APIGEO და MEL VERITAS.
აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმის -„10:45“ ჩვენება გაიმართა
2025 წლის 21 აგვისტოს, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რეჟისორ გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის -„10:45“ ჩვენება და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. ფილმის ჩვენებამდე, დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და მის შედეგებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა 2008 წლის ომის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით
17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. 17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება.