Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

აკრედიტებულია ისლანდიაში

კოპენჰაგენში სერგო ფარაჯანოვის ფილმის ჩვენება გაიმართა

2026 წლის 30 სექტემბერს, კოპენჰაგენში, დანიის კინოს ინსტიტუტის კინოთეკაში (Cinemateket), მსოფლიოში აღიარებული თბილისელი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების რეტროსპექტივის ფარგლებში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ „ამბავი სურამის ციხისა“ ჩვენება გაიმართა.
 
ღონისძიების დაწყებამდე, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ მიღებას უმასპინძლა, რომელშიც დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის და კინოხელოვნების წარმომადგენლები, ასევე კინოს მოყვარულები მონაწილეობდნენ.
 
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ. მან ისაუბრა სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებასა და მის უნიკალურ ხელწერაზე, რომელიც სხვადასხვა კულტურის ტრადიციებსა და ესთეტიკას აერთიანებს. მან ხაზი გაუსვა რეჟისორის შემოქმედების მნიშვნელობას კულტურათაშორის დიალოგისა გაღრმავებისათვის.
 
რეტროსპექტივა კინოთეკაში 5 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში, წარდგენილი იქნა რეჟისორის ახლადაღდგენილი კლასიკური ფილმები, ასევე გაიმართა სპეციალური ჩვენებები და დისკუსიები.