პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში აცხადებს 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.