Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

აკრედიტებულია ისლანდიაში

საქართველოს ელჩმა დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 19-20 სექტემბერს, ქ. ნიუბორგში, დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე, დანიის კოალიციურ მთავრობაში შემავალი სოციალ-ლიბერალური პარტიის მიწვევით, პარტიის კონფერენციას დაესწრო.
 
კონფერენციის ფარგლებში, ელჩმა მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების არსებული გამოწვევების შესახებ გამართულ დისკუსიაში. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები უსაფრთხოების არქიტექტურის აქტუალურ პრობლემატიკასა და მათი გადაჭრის გზებზე. ნატა მენაბდემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების მოწყვლად გარემოზე.
 
ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა ასევე შეხვედრები გამართა პარტიის ხელმძღვანელ პირებთან, მინისტრებთან და პარლამენტების წევრებთან.