საქართველოს ელჩმა დანიის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
5 სექტემბერს, დანიის თავდაცვის სამინისტროს მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ მონაწილეობა მიიღო დანიის დროშის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში.
დროშის დღე ეძღვნება, ქვეყნის სახელით, საერთაშორისო მისიებში მომსახურე სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, ვეტერანებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიის მეფე, დედოფალი, პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
