საქართველოს ელჩმა ისლანდიის უნივერსიტეტში ლექცია გამართა
ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ ისლანდიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ლექცია ჩაატარა, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, ისლანდიაში საქართველოს საპატიო კონსული ჰრანარ ბიორნ არნარსონი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ისლანდიაში ვიზიტისას, ელჩმა ასევე მონაწილეობა მიიღო ქალი ლიდერების რეიკიავიკის გლობალურ ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.
