საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში
საელჩოს შესახებ
- კალვებოდბრიუგე 45, კოპენჰაგენი 1560, დანია
- დიპლომატიური წარმომადგენლობის ნომერი
- საელჩოს ცხელი ხაზი
- საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში
- [email protected]
- 09:00 – 18:00
საკონსულო განყოფილება
- საკონსულო ზარების მიღების საათები: 10:00-13:00
- კალვებოდბრიუგე 45, კოპენჰაგენი 1560, დანია
- +45 39 11 00 00 (1)
- [email protected]
- საკონსულოს ცხელი ხაზიმხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის
სიახლეები
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
საქართველოს ელჩის შეხვედრას ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანთან
საქართველოს ელჩის ლექცია სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში
2025 წლის 17 ნოემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ, ახალგაზრდული ორგანიზაციის (Europæisk Ungdom Danmark) მოწვევით, დანიის ქალაქ სონდერბორგში, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში, საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა. ელჩმა პრეზენტაცია წარადგინა და საქართველოს ისტორიაზე, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე, ქართულ–დანიურ ურთიერთობებზე, საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებზე. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების პერსპექტივებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით
2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი, რომელზეც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას. საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება.
ქართული ფილმი კოპენჰაგენის "East by South East" ფესტივალზე
2025 წლის 5 ნოემბერს, კოპენჰაგენში, დანიის ფილმის ინსტიტუტში (Cinemateket), კინოფესტივალის 𝐄𝐚𝐬𝐭 𝐛𝐲 𝐒𝐨𝐮𝐭𝐡𝐞𝐚𝐬𝐭 ფარგლებში, საქართველოს საელჩოს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და დანიის ფილმის ინსტიტუტის თანამშრომლობით, ქართველი რეჟისორის, კონსტანტინე მიქაბერიძის , 1929 წლის უხმო სატირული კომედიის „ჩემი ბებია“ ჩვენება გაიმართა.