საქართველოს საელჩომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
საქართველოს საელჩომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ. ელჩმა ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზე, ქვეყნის განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე. ნატა მენაბდემ აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ოკუპირებულ რეგიონებში აგრძელებს მილიტარიზაციასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას.
ნაჩვენები იქნა ირაკლი სოლომონაშვილის ფილმი „დევნილი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
