Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, საქართველოსა და ისლანდიის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, ხოლო ისლანდიის მხრიდან საგარეო უწყების მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა მარტინ ეიოლფსონმა.

 საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. შეთანხმება უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებისთვის, რაც გაზრდის ავიაკომპანიების დაინტერესებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

 საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად, საქართველოსა და ისლანდიის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს და გამოხატეს მზაობა განაგრძონ აქტიური კომუნიკაცია საავიაციო სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.