საქართველოს ელჩის შეხვედრას ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანთან
13 მარტს, ისლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნატა მენაბდე ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანს, მარტინ ეიოლფსონს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარების, ასევე, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
შეხვედრისას ელჩმა ისლანდიის მხარეს საქართველოში მიმდინარე პროცესების, რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის და სხვა აქტუალური თემების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ისლანდიის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების მიმართ ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
