საქართველოს ელჩი რეიკიავიკში ისლანდიის ეროვნული დღის ღონისძიებას დაესწრო
2025 წლის 17 ივნისს, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნატა მენაბდე, რეიკიავიკში, ისლანდიის საგარეო უწყების ორგანიზებით გამართულ ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებს დაესწრო.
პროგრამის ფარგლებში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორგერდურ კეტრინ გუნარსდოთირმა, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მინისტრმა გუნარსდოთირმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა მარტინ ეიოლფსონმა.
საზეიმო ცერემონია გაიმართა ასევე ისლანდიის პრეზიდენტ ჰალა ტომასდოთირის სახელით, პრეზიდენტის რეზიდენციაში. მოწვეულმა სტუმრებმა ისლანდიის სახელმწიფოსა და ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცეს.