Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება რეიკიავიკში

2025 წლის 6 ივნისს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, საქართველოს საელჩოს (რეზიდენციით - კოპენჰაგენი) ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა, მარტინ ეიოლფსონმა.
ელჩმა დამოუკიდებლობის დღის გამორჩეულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება; ხაზი გაესვა საქართველოსა და ისლანდიის მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
სახელმწიფო მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა; გაიხსენა გასულ წელს საქართველოში ისლანდიის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის საერთო კულტურული მახასიათებლები და ხალხთა შორის კავშირები.
მიღებაზე საქართველოდან მოწვეულმა მოცეკვავეებმა შეასრულეს ქართული ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო.
ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ისლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, ისლანდიის სახელწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.