Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

აკრედიტებულია ისლანდიაში

2025 წლის 12 ოქტომბერს, კოპენჰაგენში, Vor Frelsers-ის ეკლესიაში, მუსიკალური საღამო „Georgia in Sound“ გაიმართა

    მუსიკალური საღამო „Georgia in Sound“ 

      2025 წლის 12 ოქტომბერს, კოპენჰაგენში, Vor Frelsers-ის ეკლესიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მუსიკალური საღამო „Georgia in Sound“, სადაც დანიური ანსამბლის - Verdenslyd ახალგაზრდა მუსიკოსებმა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.

    საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ, რომელმაც ისაუბრა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნილ საერო და სასულიერო მუსიკაზე, საქართველოს უძველესი მუსიკალური კულტურისა და ჟანრების მრავალფეროვნებაზე.

    კონცერტზე გაჟღერდა ქართველი კომპოზიტორების - გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის და სხვა ავტორების ნაწარმოებები, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს მსმენელზე.

   აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დანიაში, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ქართული კულტურის დღეები გაიმართა, სადაც ქართული პოლიფონიური სიმღერები ანსამბლმა „ბასიანმა“ წარადგინა.

   მუსიკალური საღამო „Georgia in Sound“ ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოსა და დანიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.

      ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიის კერძო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და მუსიკით დაინტერესებული სხვა სტუმრები.