Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა დანიის პრემიერის ადმინისტრაციის ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორთან

2023 წლის 6 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს ელჩის ნატა მენაბდის შეხვედრა დანიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორთან ანეტ მელგორდ სკოვთან.
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და დანიას შორის ურთიერთობების აქტიურ დინამიკას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული ინტეგრაციის საკითხს და ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულების პროგრესსა და მიმდინარე აქტივობებზე. დადებითად შეფასდა ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში გაფართოების შესახებ და გამოითქვა პოზიტიური მოლოდინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ანეტ მელგორდ სკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ დანიის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ დანია მომავალშიც თანმიმდევრულად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული დღის წესრიგისა და რეფორმების განხორციელების საქმეში.