Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი დანიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

    2023 წლის 14 ივნისს, გაიმართა საქართველოს ელჩის ნატა მენაბდის შეხვედრა დანიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნილს ფლემინგ ჰანსენთან.
    შეხვედრაზე, კმაყოფილება გამოითქვა საქართველოსა და დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტიურ დღის წესრიგთან დაკავშირებით და მხარეები მიესალმნენ მაღალი დონის ვიზიტებისა თუ შეხვედრების პოზიტიურ დინამიკას.
    ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრიორიტეტულობაზე. საქართველოს ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ აქტივობებზე, რომელზედაც კვლავ გრძელდება მუშაობა. დაფიქსირდა მოლოდინი, რომ სწორედ „დამსახურებაზე დაფუძნებული“ მიდგომის გათვალისწინებით, საქართველო წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
   კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საქმეში, შესაბამისი რეფორმების გატარებისა თუ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით მხარდაჭერის მზაობა დააფიქსირა.
    ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების განმტკიცებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიზნით, ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას