Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ფილმის ჩვენება რეიკიავიკის კინოთეატრში

 2024 წლის 5 დეკემბერს, დანიასა და ისლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, რეიკიავიკის კინოდარბაზში
“Bio Paradis”, ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის - „ნატვრის ხე“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიება გამორჩეული ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის, დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და 2024 წლის შემოდგომაზე კოპენჰაგენში გამართული „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში ნაჩვენები ქართული კინოს რეტროსპექტივის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა.

კინოჩვენება მისასალმებელი სიტყვით გახსნა დანიასა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ. ელჩმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა კულტურული დიპლომატიის როლს, რაც არარეზიდენტი საელჩოს პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ღონისძიება მაღალი დასწრებით გამოირჩეოდა, რომელსაც ისლანდიის სახელმწიფო და კერძო სექტორის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენების დასასრულს, საზოგადოებას დიალოგისა და აზრთა ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის თანხლებით.