Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

აკრედიტებულია ისლანდიაში

2025 წლის 23–27 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში გაიმართა მეფუტკრეთა 49-ე საერთაშორისო კონგრესი APIMONDIA 2025

2025 წლის 23–27 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში გაიმართა მსოფლიო მეფუტკრეობის სფეროში ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო, სავაჭრო და საინფორმაციო ღონისძიება - მეფუტკრეთა 49-ე საერთაშორისო კონგრესი APIMONDIA 2025

      ღონისძიება აერთიანებს მონაწილეებს 121 ქვეყნიდან და წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს მეფუტკრეობის უახლესი მიღწევებისა და პროდუქციის წარმოსაჩენად.
   საქართველოდან კონგრესსა და მასთან დაკავშირებულ ApiExpo-ს გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წევრმა სამმა წამყვანმა კომპანიამ: HoneyHub, APIGEO და MEL VERITAS.
      ღონისძიების ფარგლებში ქართულ დელეგაციას ბიზნეს კავშირების დამყარების, ასევე საერთაშორისო და ევროპულ ბაზრებზე ქართული მეფუტკრეობის წვლილის წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო დონეზე.
     აპიმონდია 2025-ის ფარგლებში, საქართველოს სტენდს ესტუმრა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე. იგი ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროგრამას და მონაწილეებთან ერთად განიხილა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, დანიურ ბაზარზე ქართული მეფუტკრეობის პროდუქტების პოპულარიზაციისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის კონტექტსში.