საქართველოს ელჩის ლექცია სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში
2025 წლის 17 ნოემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ, ახალგაზრდული ორგანიზაციის (Europæisk Ungdom Danmark) მოწვევით, დანიის ქალაქ სონდერბორგში, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში, საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა.
ელჩმა პრეზენტაცია წარადგინა და საქართველოს ისტორიაზე, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე, ქართულ–დანიურ ურთიერთობებზე, საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებზე. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების პერსპექტივებზე.
პრეზენტაციის შემდგომ, საუბარი სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, კითხვა–პასუხის ფორმატში გაგრძელდა. დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებს ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.
სამხრეთ დანიის უნივერსიტეტი (SDU) საერთაშორისო სტუდენტების განსაკუთრებით მაღალი რაოდენობით გამოირჩევა; ღონისძიებაზე დამსწრეთა შორისაც, დანიელებთან ერთად, წარმოდგენილი იყვნენ სტუდენტები იტალიიდან, ესპანეთიდან, სლოვაკეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან.
ღონისძიება “A Night of Heritage: Georgia” სახელწოდებით ჩატარდა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის - „დანიის ევროპელი ახალგაზრდები“ - ინიციატივას წარმოადგენს და სტუდენტებისთვის საინტერესო და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნების გაცნობას ისახავს მიზნად.
საქართველოს შესახებ პირველ მსგავს ღონისძიებას 2025 წლის მაისში ორჰუსის უნივერსიტეტის ოფისმა უმასპინძლა.
