Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ფილმების რეტროსპექტივა დანიის სინემატეკაში

დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 1-3 ოქტომბერს, დანიის ფილმის ინსტიტუტმა Cinemateket ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლა. 
1 და 2 ოქტომბერს, მაყურებელმა თენგიზ აბულაძის “მონანიება” და “ნატვრის ხე” იხილა, 3 ოქტომბერს კი - ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხალი“ ჩვენება გაიმართა.
ქართული ფილმების ციკლის კინოჩვენება საქართველოს საელჩოს, საქართველოს კინოცენტრისა და დანიის სინემატეკის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დანიაში 24 სექტემბრიდან მიმდინარე ქართული კულტურის დღეების დაკვნით ნაწილს წარმოადგენს. ამ კონტექსტში, 2 ოქტომბრის კინო-ჩვენების შემდეგ, საელჩოს ორგანიზებით, ქართული ღვინის თანხლებით მიღება გაიმართა. 
აღსანიშნავია, რომ კულტურის დღეების ფარგლებში წარმოდგენილმა ქართული კინემატოგრაფიის შედევრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.