Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

კოპენჰაგენში გაიმართა ღონისძიება „საქართველო - ტურიზმის სამიზნე ქვეყანა“

სკანდინავიური ტურის ფარგლებში, 2023 წლის 6 ივნისს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით კოპენჰაგენში გაიმართა ღონისძიება „საქართველო - ტურიზმის სამიზნე ქვეყანა“. ღონისძიებას უმასპინძლა სასტუმრომ „Radisson Blu Scandinavia“, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა პარტნიორი კომპანია „Airbaltic“.
40-მდე დანიურ ტურისტულ სააგენტოს წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი შეხვედრები გაემართათ ქართველ კოლეგებთან.
➡️საქართველოს ელჩის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, გაიმართა პრეზენტაციები საქართველოს მდიდარი ტურისტული რესურსებისა და უნიკალური შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება დასრულდა მიღებით, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და კერძები.
🇬🇪🇩🇰უნდა აღინიშნოს, რომ დანია წარმოადგენს მნიშვნელოვან ქვეყანას ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციისა და მაღალგადახდისუნარიანი ტურიზმის მოზიდვის საკითხში. შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს მიმართულებით ტურიზმის ხელშეწყობის აქტივობებს. საქართველო ყოველთვის მონაწილეობს დანიის მნიშვნელოვან ტურისტულ ღონისძიებებში, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საქართველოს მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსები წარმოჩინდეს მსოფლიო დონის ტურისტულ პროდუქტად და უნიკალური შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობად.
2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი პირდაპირი ავიამიმოსვლა კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას, როგორც ტურიზმის, ისე ხალხთა შორის, კერძო თუ საქმიანი კავშირების თვალსაზრისით.