Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ისლანდიელ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისლანდიელ კოლეგას, თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. 

მინისტრებმა მიმოიხილეს, როგორც ორმხრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ისლანდიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

აღინიშნა ისლანდიის პრეზიდენტის ისტორიული  ვიზიტი საქართველოში 2024 წელს, რომელთან ერთადაც თბილისი ეწვია ისლანდიის  ბიზნეს დელეგაცია. 

ხაზი გაესვა საქართველოსა და ისლანდიას შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ისლანდიის ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის საკითხებს.

მინისტრებმა ისაუბრეს  საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. 

მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაგრძონ აქტიური კომუნიკაცია ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.