საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე დანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
2023 წლის 17 მაისს, გაიმართა საქართველოს ელჩის ნატა მენაბდის გაცნობითი შეხვედრა დანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან რასმუს იარლოვთან.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტიური დინამიკა. აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით.
ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
დანიურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა ნატო-ს სტანდარტებთან საქართველოს მაღალი დონის თავსებადობა და ქართული მხარის გამორჩეული წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო კიდევ უფრო ცხადყოფს საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას და მხარეები მიესალმნენ მზაობას საქართველოსა და დანიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ურთიერთობების გაძლიერების თაობაზე.
რასმუს იარლოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.