Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს ელჩი დანიის ენერგეტიკის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

🔹2023 წლის 22 ივნისს, გაიმართა საქართველოს ელჩის ნატა მენაბდის შეხვედრა დანიის ენერგეტიკის სააგენტოს გენერალურ დირექტორთან კრისტოფერ ბოტცაუსთან.
🇬🇪🇩🇰 შეხვედრაზე, დადებითად შეფასდა საქართველოსა და დანიას შორის არსებული აქტიური ორმხრივი დღის წესრიგი. აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. აღნიშნული სექტორი როგორც დანიისთვის, ისე საქართველოსთვის პრიორიტეტულია და ორივე ქვეყნის მდიდარი რესურსების გათვალისწინებით, კარგ ნიადაგს წარმოადგენს პერსპექტიული სამომავლო თანამშრომლობის განსავითარებლად.
➡️ელჩმა დანიურ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ, ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდიდარი ენერგო-რესურსების გამოყენების მნიშვნელობაზე, მიმდინარე და სამომავლო რეგიონულ, საერთაშორისო პროექტებზე. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას და შავი ზღვის როლს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.
♻️აღსანიშნავია, რომ დანიის ენერგეტიკის სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია დანიის ენერგოწარმოებაზე, მიწოდებასა და მოხმარებაზე. შეხვედრაზე, სააგენტოს დირექტორმა წარმოადგინა პრეზენტაცია დანიის გამოცდილებაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტებზე, ქვეყნის გეგმებსა და ხედვებზე განახლებადი ენერგორესურსების მაქსიმალურად ათვისებასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
🔹 მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის თაობაზე მზაობა დააფიქსირეს და ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე შეთანხმდნენ.