Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

2024 წლის 24 სექტემბერს, კოპენჰაგენის ცენტრში მდებარე პრესტიჟულ თეატრში Det Ny Teater, საზეიმოდ გაიხსნა „ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ“. ღონისძიებათა სერია 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ქართულ პოლიფონიას, ცეკვას, თეატრალურ წარმოდგენას, ქართულ კინოს, ლიტერატურასა და უნიკალური ქართული ანბანის, კალიგრაფიის წარმოდგენებს აერთიანებს.
ხაზგასასმელია, რომ დანიაში და ზოგადად, სკანდინავიაში ქართული კულტურის პოპულარიზების მიზნით ამ მასშტაბის ღონისძიებათა ციკლი პირველად ტარდება. პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და დანიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ხალხთაშორის ურთიერთობების ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას.
კულტურის დღეები ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის „ბასიანი“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტით გაიხსნა. საზეიმო გახსნით ცერემონიაზე, მიასასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია და დანიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე.
ღონისძიებას დანიის სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კონცერტის შემდეგ, თეატრის მისაღებში ცნობილი ქართველი კალიგრაფის გიორგი სისაურის კალიგრაფიული ხელოვნების მასტერკლასი გაიმართა.
ქართული სიმღერისა და ცეკვის კონცერტმა, ისევე, როგორც ქართული კალიგრაფის ნამუშევრებმა დიდი მოწონება და ოვაციები გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
 
იხილეთ ბმული: https://fb.watch/uWpOwVOeI7/