Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა როსკილდეს უნივერსიტეტის რექტორთან

2024 წლის 12 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს ელჩის, ნატა მენაბდის, შეხვედრა როსკილდეს უნივერსიტეტის რექტორთან ჰანე ლეთ ანდერსენთან და უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლებთან.
როსკილდეს უნივერსიტეტი დანიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური, ექსპერიმენტული სწავლებითა და ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდებით. რექტორმა ჰანე ანდერსენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენისა და ე.წ. „პრობლემაზე-ორიენტირებული“ მიდგომების მნიშვნელობაზე, რითაც როსკილდეს უნივერსიტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა.
ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე ისაუბრა, ქართველი სტუდენტებისა თუ მკვლევრების ევროპულ და საერთაშორისო პროგრამებში აქტიურ მონაწილეობას გაუსვა ხაზი და დანიასთან არსებული თანამშრომლობის გაფართოებაზე გაამახვილა ყურადღება.
როსკილდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის სურვილი დააფიქსირეს. დანიური მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტების მობილობის სქემებისა და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებით.