ქართული ფილმის საღამო დანიის ფილმის ინსტიტუტში
2025 წლის 13 თებერვალს, კოპენჰაგენში, დანიის ფილმის ინსტიტუტში (Danish Film Institute - Cinemateket) საქართველოს საელჩოსა და კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ქართველი ქალი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „პატარძლები“ ჩვენება გაიმართა.
კინოჩვენება გახსნა დანიის ფილმის ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელმა ტობიას ლინგე ჰერლერმა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ. ელჩმა მადლობა გადაუხადა თანაორგანიზატორებს და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით მსგავსი ფორმატის ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართული კინოთი დაინტერესებულ სხვა დანიელი სტუმრები.
კინოჩვენების დასრულების შემდეგ, გაიმართა ფილმისა და თემატიკის ირგვლივ დისკუსია ქართული ღვინის თანხლებით.