Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

აკრედიტებულია ისლანდიაში

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს  2025 წლის საგრანტო კონკურსს - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”

საგრანტო პროგრამის მიზანი:

➡️დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ჩაერთონ საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაძლიერების საქმეში.

❗️მიმდინარე წლის საგრანტო პროექტების პრიორიტეტული  მიმართულებებია:

  • მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა;
  • ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;
  • ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქართული წარმოების პოპულარიზაცია;
  • დიასპორული მედია საშუალებების გაძლიერება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მიზნით;
  • სპორტული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება საზღვარგარეთ მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და თანამემამულეთა შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით;

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?

სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის განმავლობაში ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქემ ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

📧 განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - [email protected]

🏆 გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

➡️„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა - დანართები:

საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე.
    მობ.: +995 592 804655
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი.
    მობ.: +995 595 96 40 00.