საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე რეიკიავიკს ეწვია
დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე რეიკიავიკს ეწვია.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან, ჰალა თომასდოტირთან, ისლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიმურ გრიმსონთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ სახელმწიფო მდივანთან, მარტინ ეიოლფსონთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთსასარგებლო კავშირების ხელშეწყობის აუცილებლობას. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისლანდიას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.
ისლანდიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.
მხარეები შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე.
