Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

აკრედიტებულია ისლანდიაში

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ CSCD ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ CSCD ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა

     2025 წლის 9 ოქტომბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ „მეცნიერებისა და კომერციული დიპლომატიის ცენტრის“ (CSCD) ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა.

     სტუდენტების ოფიციალური კურსის ფარგლებში, ელჩმა ნატა მენაბდემ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, ისაუბრა ქართულ-დანიურ ურთიერთობებზე, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მახასიათებლებზე, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქართველ და დანიელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და უნივერსიტეტებს შორის არსებული და სამომავლო გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე.

   ინტერაქტიული დისკუსიის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს, ხაზი გაესვა ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობის მნიშვენლობას და მის როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის ხელშეწყობის საქმეში.

 საელჩოს ღონისძიების შემდგომ, ელჩმა მონაწილეობა მიიღო CSCD-ის ორგანიზებით გამართულ, ახალგაზრდული აკადემიის კურსდამთავრებულთა დიპლომებით საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაში, რომელსაც საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა დასაქმებისა და ინტეგრაციის საკითხებში კოპენჰაგენის მერი  იენს-ქრისტიან ლიუტკენი.