ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲘᲜᲝ ᲙᲝᲞᲔᲜᲰᲐᲒᲔᲜᲘᲡ ᲤᲘᲚᲛᲘᲡ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲖᲔ!
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲘᲜᲝ ᲙᲝᲞᲔᲜᲰᲐᲒᲔᲜᲘᲡ ᲤᲘᲚᲛᲘᲡ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲖᲔ!
2025 წლის 19-22 ივნისს, კოპენჰაგენის კინოფესტივალის GENERATION-ის პროგრამაში ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.
19 ივნისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე კინოთეატრში GLORIA გაიმართება დეა კულუმბეგაშვილის ფილმის „აპრილი” ჩვენება. ფილმის შესახებ ინფორმაცია და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://flow.ebillet.dk/billetter/35556/62247?org=167
ბილეთები დაყოფილია სამ კატეგორიად - ბილეთების შეძენისას, თუ აირჩევთ კატეგორიას „საქართველოს საელჩო“, შეძლებთ ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით!
GENERATION – ფესტივალი ორგანიზებულია დანიის კინოსკოლის მიერ Empire Bio-ს, Cinemateket-ისა და Gloria Biograf-ის თანამშრომლობით. წლევანდელ ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ 19 სრულიად ახალი სადიპლომო ნამუშევარი დანიის კინოსკოლის კურსდამთავრებულებისგან, ასევე, 20 საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი კანის, ბერლინის, ვენეციის, სანდენსისა და ლოკარნოს წამყვანი კინოფესტივალებიდან.