საელჩომ დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებს უმასპინძლა
2025 წლის 11 მარტს, საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებს საელჩოში უმასპინძლა.
ელჩმა სტუდენტებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ქართულ-დანიური ურთიერთობების ძირითადი ასპექტების შესახებ ისაუბრა.
ნატა მენაბდემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლზე და მიმოიხილა საქართველოსა და დანიას შორის არსებული ერთობლივი პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.