ქართული კინო 𝑪𝑷𝑯:𝑫𝑶𝑿 2025-ზე!
2025 წლის 19-30 მარტს, კოპენჰაგენის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე CPH: DOX 2025 ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.
23 მარტს, კინოთეატრ “Empire Bio”-ში, ტატო კოტეტიშვილის ფილმის – „წმინდა ელექტროენერგია“ დანიური პრემიერა გაიმართება. ფილმის შესახებ ინფორმაცია და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: https://cphdox.dk/film/holy-electricity/
26 მარტს, დანიის ფილმის ინსტიტუტში (Cinemateket), ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმის - „9-თვიანი კონტრაქტი“ მსოფლიო პრემიერა შედგება. ფილმი Human:Rights Award-ისთვის იბრძოლებს. ფილმის შესახებ ინფორმაცია და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: https://cphdox.dk/film/9-month-contract/
ბილეთების შეძენისას გამოიყენეთ პრომოკოდი „GEORGIA“ და მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება!
CPH:DOX – კოპენჰაგენის დოკუმენტური კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმაა დოკუმენტური კინოსთვის. ფესტივალი დაარსდა 2003 წელს და ყოველწლიურად, კოპენჰაგენში მასპინძლობს ინოვაციურ, მხატვრულად გამორჩეულ და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებულ ფილმებს.