14 იანვარი - სახელმწიფო დროშის დღე
14 იანვარს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღინიშნავს. დროშა, ისევე როგორც - ჰიმნი და გერბი, სიმბოლოა სახელმწიფოებრიობის, მისი თვითმყოფადობის, ერთობისა და ერთიანობის.
ქართული ხუთჯვრიანი დროშა მსოფლიოს უძველეს დროშებს შორისაა და იგი განასახიერებს არა მხოლოდ ჩვენს მდიდარ ისტორიას, არამედ სიმბოლოა ქართველი ხალხის სიძლიერის, სიმამაცისა და გამძლეობის. ეს არის ჩვენი ერთიანობის დასტური გამოწვევების წინაშე და იმედის შუქურა ნათელი და წარმატებული მომავლისთვის.
სწორედ, სახელმწიფო დროშაა ერთ-ერთი, რაც აკავშირებთ სამშობლოსთან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოსა და ისლანდიაში ულოცავს ყველა ქართველს, განსაკუთრებით კი - დიასპორის წევრებს აღნიშნულ დღეს და უსურვებს გაერთიანებულ, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას. თქვენი როლი ჩვენი კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნება-პოპულარიზაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია.