საქართველოს ელჩის ლექცია ოლბორგის უნივერსიტეტში
2024 წლის 10 ოქტომბერს, დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ ოლბორგის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს შესახებ ლექციათა ციკლს უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს და პროფესორ სორენ დოსენროდეს მოწვევითა და ორგანიზებით, ნატა მენაბდე ოლბორგის უნივერსიტეტის პილიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტებისთვის საქართველოს შესახებ ლექციას უკვე მესამე წელია კითხულობს.
ელჩმა საქართველოს პრიორიტეტებზე, რეგიონულ და საერთაშორისო გამოწვევებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ შესაძლებლობებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.
ლექციის შემდეგ, საუბარი კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და სტუდენტებმა საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესი დააფიქსირეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დიპლომატიური გზებით კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ისეთი პატარა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებამ, როგორიც საქართველოა.