Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

აკრედიტებულია ისლანდიაში

2025 წლის 25 სექტემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, საქართველოს საელჩოში „კოპენჰაგენის საერთაშორისო კლუბის“ (ICC) წევრებს უმასპინძლა

2025 წლის 25 სექტემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, საქართველოს საელჩოში „კოპენჰაგენის საერთაშორისო კლუბის“ (ICC) წევრებს უმასპინძლა


    ელჩმა სტუმრებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ქართულ-დანიურ ურთიერთობებსა და საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა.

     ღონისძიება ღია დიალოგის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მათთვის აქტუალურ საკითხებზე საუბართან ერთად, ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. სტუმრებმა საქართველოსადმი მაღალი ინტერესი გამოხატეს.

  „კოპენჰაგენის საერთაშორისო კლუბი“ მოხალისეობრივი ასოციაციაა, რომელიც კოპენჰაგენში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, დანიელ და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას აერთიანებს.