ელჩი ნატა მენაბდე დანიის "ევროპელი ახალგაზრდების" გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით წარდგა
2024 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე სიტყვით წარდგა დანიის ევროპელი ახალგაზრდების (Europæisk Ungdom Danmark) გენერალურ ასამბლეაზე.
ელჩმა იაკობ ვინდს, რომელიც პრეზიდენტობის ვადას ასრულებს, ხელმძღვანელობის წარმატებით დასრულება მიულოცა და შემდგომი კარიერული წინსვლა უსურვა.
ნატა მენაბდემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების გამორჩეულ როლზე მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობის, საერთო კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის საქმეში.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ქართველ და დანიელ ახალგაზრდებს შორის კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელების პერსპექტივებს საერთო, ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.