საქართველოს ელჩის ლექცია ორჰუსის უნივერსიტეტში
2025 წლის 6 მაისს, დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ, დანიის ახალგაზრდული ორგანიზაციის „დანიის ევროპელი ახალგაზრდები“ (Europæisk Ungdom Danmark) მოწვევით, დანიის ქალაქ ორჰუსის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა.
ელჩმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ქვეყნის ისტორიაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე, ქართულ-დანიურ ურთიერთობებზე, საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და საუკუნოვან ტრადიციებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო გაცვლითი პროექტების გაფართოების პერსპექტივებზე.
პრეზენტაციის შემდგომ, საუბარი სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.