ვაკანსია ელჩის თანაშემწის პოზიციაზე
დანიიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საელჩოში ცხადდება ვაკანსია ელჩის თანაშემწის პოზიციაზე.
- კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
- ადგილების რაოდენობა: 1
- სამსახურის ადგილმდებარება: კოპენჰაგენი, დანია
- სრული განაკვეთი
- განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.2024
ფუნქციები:
- ადგილსამყოფელი და გადაფარვის ქვეყნების სახელისუფლებო სტრუქტურებთან და პარტნიორებთან (შესაბამის დონეზე) ურთიერთობა/კომუნიკაციის წარმოება;
- დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან ურთიერთობა;
- საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კოორდინირება/კომუნიკაცია;
- დელეგაციების ვიზიტების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელის ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზება, განსახილველ საკითხებზე ინფორმაციის მოძიება/გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
- ხელმძღვანელის და ასევე სხვა თანამშრომლების შეხვედრების ხელშეწყობა;
- წერილობითი კორესპონდენციის მომზადება/კოორდინირება;
- საელჩოს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში (eDocument) დოკუმენტების ადმინისტრირება; შემოსული თუ გასული კორესპონდენციის დამუშავება-რეგისტრაცია;
- საელჩოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება/გადანაწილება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა/შესაბამის კოლეგებზე გადანაწილება;
- საელჩოს ვიზიტორთა მიღება;
- საელჩოს საკონტაქტო ბაზის ორგანიზება და მუდმივი განახლება;
- მომზადებული წერილებისა და ანალიტიკური მასალების ელექტრონული ბაზის განახლება/დახარისხება;
- სხვადასხვა შინაარსის ოფიციალური დოკუმენტაციის თარგმანის შესრულება;
- საელჩოსთვის მოთხოვნილი ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის/დაინტერესებული პირებისთვის;
- ანგარიშების, პრეზენტაციების, ანალიტიკური და საინფორმაციო ბარათების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
- კულტურის, ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვაში, მომზადებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში საელჩოს ჩართულობის ხელშეწყობა;
- საქართველოში დაგეგმილი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათში საერთაშორისო წარმომადგენლების ჩართულობის ხელშეწყობა;
- ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური ხასიათის დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქე;
- მინიმალური განათლება - ბაკალავრი (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- ინგლისური ენა - C1 დონე;
- დანიურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
კომპიუტერული პროგრამები:
- Microsoft Office Word - კარგი;
- Microsoft Office Excel - კარგი;
- Microsoft Office PowerPoint - კარგი;
- Microsoft Office Outlook - კარგი.
სავალდებულოა შემდეგი კომპეტენციები:
- ზეპირი და წერითი კომუნიკაცია;
- შედეგების მიღწევა;
- ანგარიშვალდებულება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება/წერითი დავალება;
- შედეგების გამოცხადება.
კანდიდატმა, საელჩოს ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] , განაცხადთან ერთად აუცილებლად უნდა გამოგზავნოს:
- საქართველოს პასპორტის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- სამოტივაციო წერილი.
კონკურსთან დაკავშირებულ ყოველ მომდევნო ინსტრუქციას კანდიდატი მიიღებს მხოლოდ რეზიუმეში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შესაძლებელია დაკავშირება სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე საელჩოს ტელეფონის ნომერზე +45 39 11 00 00.
გისურვებთ წარმატებებს!