Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი „კოპენჰაგენის აღმასრულებელი ფორუმის” წევრების წინაშე მოხსენებით გამოვიდა

2023 წლის 13 სექტემბერს დანიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე მოხსენებით გამოვიდა „კოპენჰაგენის აღმასრულებელი ფორუმის” წევრების წინაშე.
ღონისძიების ფარგლებში ელჩმა ისაუბრა საქართველოს შესახებ, ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და პრიორიტეტებს.
შეხვედრა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე წარმოქმნილი გამოწვევების შესახებ.
 „კოპენჰაგენის აღმასრულებელი ფორუმი” პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის პლატფორმაა და მაღალი რანგის ყოფილ პოლიტიკურ და ეკონომიკური მიმართულების მოღვაწეებს აერთიანებს, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვანი გავლენებით სარგებლობენ.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია ბერტელ ჰორდერმა (Bertel Haarder), რომელიც გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს დანიაში - 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს, წლების მანძილზე არაერთ სამინისტროში ეკავა მინისტრის თანამდებობა, ასევე 1997-1999 წლებში იყო ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.