Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩომ დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებას უმასპინძლა

2023 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს საელჩომ დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებას (Det Udenrigspolitiske Selskab) უმასპინძლა.
შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ საქართველოსა და დანიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა დანიური მხარის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საგარეო პოლიტიკის საზოგადოება დანიის წამყვანი ასოციაციაა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ორგანიზაციის დირექტორი შარლოტე ფლინდტ პედერსენი და სხვადასხვა დარგის ექსპერტები ახლო მომავალში სასწავლო ტურით საქართველოს ეწვევიან, სადაც შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო უწყებებისა თუ ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.
საელჩოში შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა, გაიცვალა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტის შინაარსობრივი და საორგანიზაციო დეტალების შესახებ.
დანიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საქმეში, მათ შორის ევროპული დღის წესრიგის წარმატებით შესრულების პროცესში.