Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის შეხვედრა დანიის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის (DIIS) დირექტორთან

2024 წლის 25 იანვარს, საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ გაცნობითი შეხვედრა გამართა დანიის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის (DIIS) ახლადდანიშნულ დირექტორთან პეტერ კრაგელუნდთან.
ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და ევროპული დღის წესრიგის წარმატებით მიმდინარე პროცესზე.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოს. აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა; ხაზი გაესვა დანიის გამორჩეულ ჩართულობას რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის განვითარების საქმეში.
 ინსტიტუტის დირექტორი მიესალმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.
 შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და მხარეებმა დააფიქსირეს მზაობა ერთობლივი სამომავლო ღონისძიებების ორგანიზებისა და კვლევების ხელშეწყობის თაობაზე.
დანიის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტი მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს დანიის საგარეო უწყებასთან და ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.