Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

აკრედიტებულია ისლანდიაში

ქართული ფილმი კოპენჰაგენის "East by South East" ფესტივალზე

2025 წლის 5 ნოემბერს, კოპენჰაგენში, დანიის ფილმის ინსტიტუტში (Cinemateket), კინოფესტივალის 𝐄𝐚𝐬𝐭 𝐛𝐲 𝐒𝐨𝐮𝐭𝐡𝐞𝐚𝐬𝐭 ფარგლებში, საქართველოს საელჩოს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და დანიის ფილმის ინსტიტუტის თანამშრომლობით, ქართველი რეჟისორის, კონსტანტინე მიქაბერიძის , 1929 წლის უხმო სატირული კომედიის „ჩემი ბებია“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ და დანიის ფილმის ინსტიტუტის წარმომადგენელმა იესპერ ანდერსენმა.
ფილმი ცოცხალი მუსიკალური შესრულებით გააფორმა უხმო ფილმების საერთაშორისო აღიარების მქონე, ბრიტანელმა აკომპანიატორმა, სტივენ ჰორნმა (Stephen Horne).
კინოჩვენებას დანიის სახელმწიფო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე - ქართული კინოთი დაინტერესებული სტუმრები ესწრებოდნენ . საღამო საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის მიღებით დასრულდა.
დანიის ფილმის ინსტიტუტის ყოველწლიური ფესტივალი - East by Southeast - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ ფილმებს აერთიანებს, რომელთა შორის, ქართული კინო, ტრადიციულად, განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს.