Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა

2024 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს ელჩი, ნატა მენაბდე, ისლანდიის პრეზიდენტს ჰალა ტომასდოთირს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოსა და ისლანდიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

აღინიშნა 2024 წლის მარტში ისლანდიის ყოფილი პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის, ისტორიული პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ ასპექტებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

ისლანდიის პრეზიდენტმა ჰალა ტომასდოთირმა საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულება დააფიქსირა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსისადმი ისლანდიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.