Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო!

ძვირფასო თანამემამულეებო,
გაცნობებთ, რომ შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო!
2025 წლის 1 აგვისტოდან 5 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ტბის მიმდებარედ წელსაც გაიმართება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა.
ბანაკის პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოზარდებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ასაკობრივ კრიტერიუმს. მონაწილეები ჩაერთვებიან მრავალფეროვან კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში, დაამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან და გაიუმჯობესებენ ქართული ენის ცოდნას.
📌 პროგრამის მიზანია:
•    ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელშეწყობა;
•    ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია;
•    ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და წახალისება.
📌 2025 წლის ბანაკში მონაწილეობას 96 მოზარდი მიიღებს.
შერჩეული მონაწილეების განთავსება, კვება და ბანაკის ტერიტორიამდე ტრანსპორტირება სრულად დაფინანსდება სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ.
⚠️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა საქართველოში ჩასვლისა და გამგზავრების ხარჯები მომწვევი მხარის მიერ არ ფინანსდება.
ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის პირობები:
•    მოზარდი უნდა იყოს 14-18 წლის ასაკის;
•    ჰქონდეს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია,
•    არ მიუღია მონაწილეობა 2023-2024 წლებში ანაკლიის ან შაორის სახელმწიფო ბანაკებში;
📝 დარეგისტრირდით, ადგილები შეზღუდულია! რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1YL519EQs4CEB9vd97BYBZSDKFBSZTjRl8mQoUGe4-1w/edit 
განცხადებების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 17 ივლისის ჩათვლით.
📩 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]