Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ღვინო კოპენჰაგენის ბუნებრივი ღვინის გამოფენაზე "Raw Wine 2025"

2025 წლის 8 ივნისს, კოპენჰაგენში ბუნებრივი ღვინის ცნობილი გამოფენა “Raw Wine 2025” გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი 6 ქართული საოჯახო მარანი მონაწილეობდა. გამოფენას ესწრებოდა საქართველოს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები.
ღვინის დანიელ პროფესიონალებსა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მეიცათ დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „ახმეტის ღვინის სახლი“, „ანდრიას ღვინო“, ექიმის ბიო-მარანი“, „მანავი ვაინსი“ მათიაშვილის ღვინის მარანი“, „საოჯახო მეღვინეობა შერმა“ ღვინოები. სტუმრები ასევე გაეცნენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას. ქართველ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაემართათ მოლაპარაკებები კომერციული სექტორის წარმომადგენლებთან პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, დანიაში ქართული ღვინის ექპორტი მზარდი დინამიკით ხასიათდება.