საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„Copenhagen Post“-ის სპეციალური 16 გვერდიანი დანამატი საქართველოს შესახებ

მიმდინარე წლის ნოემბერში დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, ინგლისურენოვან გაზეთ, The Copenhagen Post-ისა და კომპანია, Fair Trees თანამშრომლობით გამოიცა „Copenhagen Post“-ის სპეციალური 16 გვერდიანი დანამატი საქართველოს შესახებ.
სპეციალური დანამატის გამოცემა მიზნად ისახავს დანიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ინგლისურენოვანი მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ეკონომიკური შესაძლებლობების, კულტურული მრავალფეროვნების, ტურისტული პოტენციალისა და ღვინის კულტურის შესახებ.
გამოცემა მდიდარია ფოტომასალით, რათა მკითხველს მიეცეს საქართველოს უკეთ აღქმის შესაძლებლობა. მასში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

დანამატის ციფრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ გვერდს: https://issuu.com/cphpost/docs/georgia