საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მხატვრის, დავით ფიცხელაურის (ფიცხელა) პერსონალური გამოფენა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართველი მხატვრის, დავით ფიცხელაურის (ფიცხელა) პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „შინ დაბრუნება“.
გამოფენა სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, რომელმაც ისაუბრა გამოფენის მნიშვნელობის შესახებ და საზოგადოებას წარუდგინა გამოფენისათვის საქართველოდან საგანგებოდ ჩამოსული მხატვარი.
დავით ფიცხელაურმა მოკლე მისასალმებელ მოხსენებაში ხაზი გაუსვა, რომ ამ გამოფენით მან გააჟღერა 1990-იანი წლების იმ თაობის ხმა, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე ტრანზიციის გამო არ მიეცა თვითგამოხატვის საშუალება. ასევე, დავით ფიცხელაურმა დიდი მადლობა გადაუხადა მოსულ სტუმრებს მისი შემოქმედებით დაინტერესებისათვის.
გამოფენას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, დანიური კულტურისა და საგანმანათლებლო წრეების, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიება გაგრძელდა მიღებით, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ თ