საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შემოსვლის წესი

საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შემოსვლის წესი

 

ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქენებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას,

ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, 🚗სახმელეთო და ⛵ საზღვაო გზით), საქართველოში შემოდი შემდეგი პირობებით:

 

ვაქცინირებული მოქალაქე

 

უნდა წარადგინოს:

ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაშიერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი

 

არავაქცინირებული მოქალაქე

 

უნდა წარადგინოს:

საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი

 

PCR-ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.  

 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისგან.

 

 


პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსვლისა და იზოლაციის/კარანტინის გავლის წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის შემდეგი სამართლებრივი აქტი:

 

ზემოთ განთავსებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტები.