საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა არაკანონიერი უწოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას.
იეპე კოფოდის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რამდენად სახიფათოა ვითარება, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროები წლებია დგანან.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები მიზნად ისახავს მეზობელ ქვეყნებში საზღვრების შეცვლას, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან.
კოფოდმა ხაზი გაუსვა, რომ დანიის დელეგაციის ვიზიტი ამ რთულ ვითარებაში, საქართველოს მხარდაჭერას ისახავს მიზნად.