Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი დანიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

2024 წლის 18 სექტემბერს, გაიმართა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის ნატა მენაბდის გაცნობითი შეხვედრა დანიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან ბირგიტე კლინტსკოვ იერკელთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტულობას, აღინიშნა ამ გზაზე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ პროცესებსა და უსაფრთხოების შეცვლილ გარემოს. განიხილეს ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირების პროცესი და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხები.
ელჩმა დანიელ პოლიტიკოსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მხარეები აქტიური სამომავლო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.